რეზონანსი
28.11.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ისინი დღეს, პარლამენტთან აქციის დროს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მხრიდან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ლელოს“, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარი გააპროტესტეს და სამინისტროს შესასვლელის წინ საბჭოთა სიმბოლიკა დახატეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×