რეზონანსი
28.11.2020

ლოქდაუნი არის შოკში მყოფი ხელისუფლების ნაბიჯი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლებამ ე.წ. გადარჩენის ბიუჯეტი უნდა შეიმუშაოს, რომელიც 6 თვეზე იქნება გათვლილი.

„იმდენი იძახეს, ქამრები შემოვიოჭიროთო, ბოლოს ისე შემოიჭირეს, რომ ღიპები გადმოუვარდათ. ლოქდაუნი არის შოკში მყოფი ხელისუფლების ნაბიჯი, რომელიც შედეგს ვერ მიოიტანს, რადგან წინამოსამზადებელი პერიოდი, რომ მზად ვყოფილიყავით მეორე ტალღისთვის, გაფლანგულია. ეს ბიუჯეტი იმეორებს წინა წლის ბიუჯეტს, მცირე კორექტივებით. 2020 წლისა იმეორებს 2019 წლის ბიუჯეტს. ანუ, რეალურად, ჩვენ გვაქვს 2019 წლის ბიუჯეტი, სადაც შენარჩუნებულია ყველა ბიუროკრატიული ხარჯი. ხელისუფლებას რომ ჭკუა მოეკითხებოდეს, შექმნილი უნდა ჰქონდეს ან უნდა ჰქმნიდეს ე.წ. გადარჩენის ბიუჯეტს, რომელიც გათვლილი იქნებოდა მინიმუმ, 6 თვეზე - ასეთი ბიუჯეტი არ არსებობს", - ამბობს რომან გოცირიძე „მთავარ არხთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
აჩიკო   (28.11.2020)
ბატონო რომან მიტინგებზე რატომ არ დადიოდით?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×