
"პრიორიტეტი არის ხალხი! მაშ, რისთვის ვირჩევთ მთავრობას? ვირჩევთ, რათა ჩვენი ქვეყნის, ხალხის მომავალი უკეთესი იყოს, ქვეყანა თუ არ გიყვარს, მარტო ჯიბისთვის არ უნდა იცხოვრო", - ამის შესახებ განცხადებას, მომღერალი მერაბ სეფაშვილი აკეთებს.
"არ მინდა, გავიმეორო ნათქვამი, კორონა მომკლავს თუ შიმშილი, სულერთიაო. მოძველდა უკვე ეს ფრაზა, მაგრამ მართლაც ბევრი პრობლემა აქვს ხალხს, გამოსავალი კი არ ჩანს. მდგომარეობა გართულდება და მეტი ხალხი მივა აქციებზე, დამიჯერეთ! როდესაც პურის ფული არა აქვს ადამიანს, არ იცის, რა აჭამოს შვილს, მივა აქციაზე, აბა, რას იზამს?! და მივალ მეც. უპირველესად კი თუ ამ პანდემიას არ მივხედეთ, ყველაფერი გვერდით დაგვრჩება, რადგან ადამიანების ჯანმრთელობაა მთავარი.
როგორც ამბობენ, ეს ვირუსი ბევრ გართულებას იწვევს. ვისურვებდი, რომ ყველაფერი კარგად იყოს, თუმცა ეჭვი მეპარება, უახლოეს პერსპექტივაში მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც ყველას სჭირდება. ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხალხი ბევრს ვეღარ მოითმენს და ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა. მშიერი თუ ამოიხოცა ხალხი, რად გინდა ასეთი მთავრობა? არ მეთანხმებით?", - განაცხადა სეფაშვილმა "კვირისპალიტრასთან".