რეზონანსი
28.11.2020

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს.

როგორც „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აქციის მონაწილეები პოლიციამ საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო დააკავა.

„ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი „ქართული ოცნების" მხრიდან ფაქტობრივად, გავრილოვის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ, როდესაც გუშინ რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი. აქ დროებით კედელზე ვაწერთ „20%" და საბჭოთა სიმბოლიკას და ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. ამაში ახალი არაფერი არ არის, პროტესტს ვერ გააჩერებენ და საბოლოოდ მაინც მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნის მოღალატეობრივ ხელისუფლებას",- განაცხადა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Vaa   (28.11.2020)
Molebi da transport tu akrdzalet, aqciebs ratom ar krdzalaven?!

დაჩი   (28.11.2020)
ის ვინც საბჭოთა სიმბოლიკას ხატავდა სიაში გყავთ??? სიაში ვინც გყავთ იმას ახატინეთ ეს სიმბოლოები და შეიყვანეთ პარლამენტში. ამ უბრალო ადამიანებს ნუ აბრიყვებთ!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×