რეზონანსი
28.11.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნობა.

როგორც რამიშვილმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებაში იმ მასალებს გაეცნობა, რომელსაც „გრიფით საიდუმლო" მოეხსნა. რაც შეეხება გამოძიების პროცესს, როგორც რამიშვილი ამბობს, აქვს ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ნამდვილად მოკლეს და იმოქმედებს იმ პირების დასადგენად, ვინც ეს ჩაიდინა.

„იმაზე მეტი რა უნდა იყოს, რომ გავარკვიეთ ჩვენ თვითონ, რომ ის აბები, რომელიც ვითომ შეიძინა თამარმა, თამარის მიერ არ არის შეძენილი. გარკვეული ინფორმაციაც მაქვს, რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ნამდვილად მოკლულია და შეიძლება რამდენიმე ხნის შემდეგ გარკვეული ინფორმაციაც მოვიპოვო, როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი, თუ გამოძიება ამას გამოიძიებს. შემიძლია გითხრათ, რომ ინტერესიც კი იყო გარკვეული პირების. ვიმოქმედებ ისე, რომ დავადგინო ის პირები, ორი იქნება თუ სამი, ის მამაკაცები, ვინც მკვლელობა ჩაიდინა",- განაცხადა რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×