რეზონანსი
27.11.2020

დღეს, შუ­ა­დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ათ­ზე მცხე­თას­თან ავა­რი­ას, სამი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ბელა გე­გუ­ჩა­ძე, მა­რი­ამ როს­ტი­აშ­ვი­ლი და მაკა შუ­ბი­თი­ძე. მან­ქა­ნა­ში მჯდო­მი სამი მგზავ­რი­დან არ­ცერ­თი არ გა­დარ­ჩა.

ბელა გე­გუ­ჩა­ძე მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ექთ­ნად მუ­შა­ობ­და, ბოლო პე­რი­ოდ­ში კი კო­ვი­დცენ­ტრში იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

რო­გორც მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი გვიყ­ვე­ბა, სა­ჭეს თა­ვად ბელა მარ­თავ­და. მან­ქა­ნა ჯერ ბორ­დი­ურს და­ე­ჯა­ხა და შემ­დეგ მტკვარ­ში გა­და­ვარ­და.

"ბე­ლას სამი შვი­ლი დარ­ჩა, მა­რი­ამს ორი და მა­კას ასე­ვე სამი...რვა ბავ­შვი და­ობ­ლდა" - გვიყ­ვე­ბა ბელა გე­გუ­ჩა­ძის ახ­ლო­ბე­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოს­ტებს წე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე" მათი მე­გობ­რე­ბი:

"ბელა, რო­გორ ძა­ლინ მე­ნა­ნე­ბი, რო­გორ ძა­ლი­ან გან­ვიც­დი და მო­მიკ­ვდა გული ასე­თი ლა­მა­ზი, კე­თი­ლი ახალ­გაზ­რდა. შენ ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­დი ძა­ლი­ან მი­ჭირს წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტე გული, ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს შენი ლა­მა­ზი სული. შენ ოჯახს დიდ გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ ამ დიდი ტკი­ვი­ლის გა­და­სა­ტა­ნად“

"ნა­თელ­ში იყ­ვეს თქვე­ნი სუ­ლე­ბი გო­გო­ე­ბო ბელა გე­გუ­ჩა­ძე მა­რი­ამ როს­ტი­აშ­ვი­ლი და მაკა შუ­ბი­თი­ძე. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს . ახ­ლობ­ლებს".

"ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 15 მე­ხან­ძრე- მაშ­ვე­ლი, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს 6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი. მყვინ­თა­ვე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ვიდ­ნენ 30 მეტ­რის სიღ­რმის ხევ­ში და და­ი­წყეს სა­მაშ­ვე­ლო- სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი . პა­რა­ლე­ლუ­რად, დრო­ნის მეშ­ვე­ო­ბით , ხდე­ბო­და მდი­ნა­რის ხე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. მყვინ­თა­ვი - მაშ­ვე­ლე­ბის უწყვე­ტი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მა­ლე­ვე მო­ხერ­ხდა სა­მი­ვე ცხედ­რის პოვ­ნა და ამოს­ვე­ნე­ბა" - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

იხილეთ სრულად: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
..MATE..   (28.11.2020)
AMDEN. CODVAS DA TKIVILS VEGARVUZLEB XALXI...VIN DASWYEVLA SAQARTVELO ROM ASE ICLEBA SHEUMCHNEVLAD AXALGAZRDOBA..VWUXVAR..UFALS EBAREBODES TQVENI SULEBI..MOTMINEBA OJAXS..

ქეთინო ბრეგვაძე   (28.11.2020)
რა სამწუხაროა ღმერთმა ნათელში ამყოფოთ გამძლეობა ოჯახებს და ახლო ლებს😢😢😢

სოფო   (27.11.2020)
უფალს ებარებოდეს მათი სულები.

ცირა   (27.11.2020)
ექრთანი თუ იყო მგონი გადაღლილი უძილარი ბრუნდებოდა და მაგიტომაც დაეჯახა უკვე მეშინია იმდენი უბედური შემთხვევები ხდება ნათელში ყოფილიყოს მათი სულები ოჯახებს გაძლეობა


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×