რეზონანსი
27.11.2020

დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე სპეციალური პოსტი განთავსდა, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს COVID 19 -ის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო შეკითხვა დასვან.

წერტილოვანი შეზღუდვების ამოქმედებამდე რამდენიმე საათი რჩება. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ მოსახლეობის შეკითხვებს შეზღუდვებთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა უპასუხეს.

მოქალაქეებს ძირითადად აინტერესებდათ ინფორმაცია ტრანსპორტის გადაადგილებაზე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე, ბანკების მუშაობის გრაფიკზე. ასევე დაისვა კითხვები სავაჭრო ცენტრების, ღია და დახურული ბაზრობების, ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების, რესტორნებისა და კვების ობიექტების მუშაობის გრაფიკზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×