რეზონანსი
27.11.2020

ზამთრის კურორტების სეზონის მოახლოებას დაემთხვა ახალი შეზღუდვები, 2020 წლის ზამთრის კურორტებზე დაკეტილი იქნება, სასტუმროები, რესტორნები და საბაგიროებიც გაჩერებული იქნება.

ადგილზე არც ადგილობრივი და არც უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები არ იმყოფებიან. გუდაურში მდებარე სასტუმროების მეპატრონეები კურიერს უყვებიან, რომ გუდაურში თითქმის ყველა დიდი სასტუმრო ისედაც საკარანტინო სივრცედ არის გადაკეთებული. 

ანალოგიური ვითარებაა კიდევ ერთ ზამთრის კურორტზე. ბაკურიანში ამბობენ, რომ მათ საახალწლოდ უკვე ჯავშნები ჰქონდათ, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ კი ტურისტებს ვეღარ მიიღებენ. 

ბიზნესი რომ მძიმე მდგომარეობაშია, ამას არც ხელისუფლებაში უარყოფენ. ამბობენ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ზამთრის სეზონი კურორტებზე არ ჩავარდნილიყო, თუმცა, ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე შეზღუდვების დაწესება აუცილებელი გახდა.

ხვალიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე ყველა სასტუმრო, რომელიც საკარანტინო სივრცედ არ მოეწყობა, დაიკეტება 2 თვით. ასევე დაიხურება რესტორნები და გაჩერდება საბაგიროები - ვიცე-პრემიერმა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები დღეს კიდევ ერთხელ განმარტა.

მთავრობაში ფიქრობენ, რომ სეზონი ბოლომდე არ ჩავარდება და ტურისტების მიღებას სამთო კურორტები თებერვლის თვიდან შეძლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×