რეზონანსი
27.11.2020

რეგულაციების შემოღებისას, ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, რადგან პირველ რიგში  მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური ბალანსი იყოს დაცული შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები

„შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად აღდგეს ეკონომიკა და ამისთვის იდგმება არაერთი ნაბიჯი. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები. Freedom House-მა გამოაქვეყნა თავისი ანგარიში, სადაც აღნიშნა კიდევაც ის პოზიტიური ტენდენცია, რომ პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება არ გაუარესებულა“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

ამასთან, მან მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის პაკეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს პანდემიით გამოწვეული წნეხი.

„საკომპენსაციო თანხა ვერ იქნება საკმარისი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, უბრალოდ ეს არის ის საკომპენსაციო თანხა, 300-ლარიანი დახმარება, 1 200-ლარიანი დახმარება, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ასევე, ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტები, როგორიცაა ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, სესხების სუბსიდირება და ა.შ. ეს არის ის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ პანდემიიდან გამომდინარე აქვთ“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (28.11.2020)
მოიიწვიეთ ოპოზიცია,ჩართეთ პანდემიასთან ბრძოლაში,შეეკითხეთ მათაც,იქნებ გალღვეს ყინული.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×