რეზონანსი
27.11.2020

გრიპისგან განსხვავებით, კოვიდ-19-ით გამოწვეული დაავადება 6-10-ჯერ უფრო მეტ ადამიანს იმსხვერპლებს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

„ჩვენ თუ განვიხილავთ სეზონურად არსებულ გრიპის შტამს, რომელიც ახლა ცირკულირებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მათი სიკვდილობის პროცენტული მაჩვენებელი არ აღემატება 0,1 %-ს. ეს არის 1000 დაავადებული ადამიანიდან 1 გარდაცვალების შემთხვევა. რაც შეეხება კოვიდ-19-ის ინფექციას, აქაც ყველაფერი ნათელია.

დღეს დაავადებულია 58 მილიონი ადამიანი და გარდაცვლილია 1 300 000 ადამიანი. ეს, რა თქმა უნდა, ზუსტი რიცხვი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ყველა პაციენტისტვის ანალიზი გაკეთებული და ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია. კორონავირუსის სიკვდილობის მაჩვენებელი ყველა ასაკის გათვალისწინებით არის 0,6-დან 1 %-მდე. გრიპისგან განსხვავებით, კოვიდ-19-ით გამოწვეული დაავადება 6-10-ჯერ უფრო მეტ ადამიანს იმსხვერპლებს და იწირავს. ეს არის უფრო ვერაგი და ცუდი ვირუსი. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვუყუროთ და თვალი გავუსწოროთ,“ – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×