რეზონანსი
27.11.2020

პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკო-ს დაწერილ შედეგს, - ამის შესახებ Facebook-ზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს.

„კიდევ ერთხელ დავწერ ბოიკოტზე და საბიუჯეტო დაფინანსების აღებაზე. ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ვართ ბოიკოტის მონაწილეები და სანამ ვართ ბოიკოტის მონაწილეები, დაფინანსებას არ ავიღებთ! ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად თუ იღებ თანხას, აღიარებ იმ შედეგს, რაც დაწერა ცესკომ. ბოიკოტი ჩვენ ხომ სწორედ იმიტომ გვაქვს გამოცხადებული, რომ შედეგებს არ ვაღიარებთ. ასე რომ, მგონი ლოგიკა უმარტივესია! ჩვენი პარტიისთვის მთავარი არის პრინციპები და ფასეულობები! ფული კიდევ ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ღირსება, მერე ყველაფერი დანარჩენი!“ - წერს ელისაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×