რეზონანსი
27.11.2020

ჩვენი მთავრი მისია დღეს ისაა, რომ მხარში დავუდგეთ იმ ეკონომიკურ დარგებს, რომელიც პირველ რიგში ქმნიან სამუშაო ადგილებს, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში" „ქართული ოცნების" პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში უკვე წარმატებითაა მოზიდული თანხები, საიდანაც რესურსების გადანაწილება პრიორიტეტის მიხედვით ხდება. „დახმარება სჭირდებათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და იმ ინდუსტრიის წარმომადგენლებს რომელთაც შეზღუდვები შეეხოთ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას უწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც რთულია და გვესმის რა გავლენა აქვს ბიზნესში ჩართულ ეკონომიკურ სუბიექტებზე", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შექმნილი ვითარების ფონზე მთავარია პრიორიტეტების სწორად დასახვა. „ლაპარაკია ერთ მილიარდ ლარზე, რაც არის მსხვილი თანხა და ასევე საგულისხმოა ისიც, რომ დახმარების პაკეტები გაკეთდა წინა პერიოდშიც, იმისთვის, რომ რთული ვითარება ბიზნესს გადაელახა და გამოევლო. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკის გაძლიერებისთვისა და მხარდაჭერისთვის. არსებული დახმარების ახალი პაკეტი სრულიად ასახავს ბიზნესის ხმას. ეს პროგრამა არის ეფექტური და იმ პუნქტებისგანაა დაკომპლექტებული, რომელზეც საუბრობდნენ თვითონ კერძო სექტორის წარმომადგენლები", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×