
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებული გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტები ადვოკატ მიხეილ რამიშვილისათვის 23 ნოემბერს უნდა გამხდარიყო ხელმისაწვდომი, თუმცა, მისი თქმით, მას ჯერ კიდევ არ მიეცა მასალის გაცნობის საშუალება.
როგორც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, პროკურატურა განზრახ აჭიანურებს პროცესს, რადგან ისინი ჯერ კიდევ ეძებენ მასალაში გარკვეულ ინფორმაციას.
"24-ში დამირეკეს და მაცნობეს, რომ მასალის გასაიდუმლოება ხდებოდა. გუშინ დამირეკეს და მოვხსენით გრიფით "საიდუმლოო" და ვუთხარი მაშინ მოვალ და გავეცნობი მასალას, თუმცა დღეს მითხრეს, რომ უკვე ვეღარ მოვახერხებთ გაგაცნოთ მასალა, ერთ-ერთ გამომძიებელს კორონავირუსი დაუდასტურდაო და ახლა ჩვენც ვიკეთებთ ტესტსო. ჩემი აზრით, განზრახ აჭიანურებენ, რაღაცას ეძებენ კიდევ, რას ეძებენ ვერ გავიგე. დავიჯერო ერთი ადამიანი ვერ მოიძებნა, ვისაც კორონა არ აქვს, როგორც ვიცი 50-კაციანი საგამოძიებო ჯგუფია," - განუცხადა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა.