რეზონანსი
27.11.2020

„იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ექიმი გურჯაანში საოჯახო დღესასწაულზე დაინფიცირდა.

პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა: ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებდა. ბოლო პერიოდში არ დადიოდა სამსახურში, აცდენდა სამსახურს, ეგონა, რომ უბრალოდ გაციებული იყო, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა, რადგან ოჯახში ყველას დაუდასტურდა.

უკვე, რომ დამძიმდა მდგომარეობა მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს და იქ მკურნალობდა. თავიდან ალბათ, მასაც არ ეგონა, რომ კორონავირუსი ჰქონდა. ქვეყანაში სიტუაცია არის მართლაც რთული, ხალხს კიდევ ჰქონია, რომ არაფერი დაემართებათ და სწორედ ეს არის პრობლემა. იგივე ბატონი ზაზას შემთხვევაში, იგი იმყოფებოდა რაიონში, სუფრაზე გურჯაანში და აქედან დაინფიცირდა, რადგან იმ ოჯახში დაუდასტურდათ Covid-19. ვირუსი ბატონი ზაზას ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ, როგორც ვიცი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორმა მეგი საჯაიამ.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×