რეზონანსი
27.11.2020

საქართველოსთვის საუკეთესო იქნება თუ მინიმალური დანაკარგით გავივლით ამ წელს, - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტი, დემურ გიორხელიძე აკეთს, რითაც ახალ შეზღუდვებს გამოეხმაურა, რომელიც ქვეყანაში ხვალიდან ამოქმედდება.

"ამ ეტაპზე ეკონომიკის საკითხი არ დგას, რაც იქნება იქნება. ახლა მთავარია როგორმე ადამიანები გადარჩნენ და კიდევ რაღაც უბედურება არ მოხდეს. ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა, რომ ექნება ამას ცხადია. ეს მსოფლიოს პრობლემაა, მეტ-ნაკლებად ყველა თანაბარ მდგომარეობაშია. საქართველოსთვის საუკეთესო იქნება თუ მინიმალური დანაკარგით გავივლით ამ წელს. 2021 წელი ნამდვილად რთული იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით. არ ჩანს პერსპექტივა, რაც ამ სუსტ ეკონომიკაში შეიძლება უზრუნველყოფს მდგრადობას. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს და წელს არ გააკეთა ხელისუფლებამ, მომავალი წლის გაზაფხულზე იქნებ მაქსიმალურად იქნას ის არსებული რესურსები ათვისებული, რომ პრობლემის შემთხვევაში პირველადი სასიცოცხლო პროდუქციით მოსახლეობის დაკმაყოფილება შევძლოთ.

არავითარი ტურისტი 2021 წელს არ იქნება ქვეყანაში და საეჭვოა, რომ 2022 წელს მაინც იყოს. ამიტომ მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც ტურიზმზეა მიბმული ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება", - განაცახადა დემურ გიორხელიძემ "pia.ge"-სთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (28.11.2020)
მთავარია ცოცხალი გადავრჩეთ,სხვა გაჭირვებას გ ა ვ უ ძ ლ ე ბ თ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×