რეზონანსი
27.11.2020

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარი ყაჩაღობის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. შეიარაღებულმა მამაკაცმა კი გაქცევა შეძლო.

თვითმხილველი ჰყვება, რომ კაცს კაპიუშონი ეხურა, და მხოლოდ თვალები უჩანდა.

"რიგში ჩემს წინ იდგა, როცა მოლარემ დაუძახა, მანიშნა მე მივსულიყავი, რომ მითმობვდა რიგს, როგორც კი ბანკის თანამშრომელს მივუახლოვდი, ამოიღო პისტოლეტი და გვიბრძანა ჩუმად ვყოფილიყავით. ყვიროდა, ფული გაახსნევინა მოლარეს უჯრა და საკუთარი ხელით, ბღუჯა-ბღუჯა ამოიღო ფული, ჩაიდო ქურთუკში და წავიდა"- აცხადებს თვითმხილველი, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობა) დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კაკო   (27.11.2020)
ახლა არის ძარცვის სეზონიიი....


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×