რეზონანსი
27.11.2020

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და შეზღუდვების ალტერნატიულ გზას სთავაზობენ.

როგორც ჩატარებულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ცენტრების დახურვის შემთხვევაში, უმუშევრად 17 ათასი ადამიანი რჩება.

„არანაირი წინაპირობა იმასთან დაკავშირებით, რომ იკეტებოდა სავაჭრო ცენტრები, არ არსებობდა. კეთდებოდა საჯარო განცხადებები, რომ ეს არ მოხდებოდა. ყოველი დღე, როდესაც ეს ცენტრები დაკეტილია, არის 10 მილიონი ზარალი. ჩვენთან არის დასაქმებული 17 ათასი ადამიანი, რომელიც არსებული ობიექტების დაკეტვის შემდეგ სამუშაოს გარეშე რჩება და ახალ წელს საკმაოდ რთულ ვითარებაში შეხვდება", - განაცხადა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება, სანაცვლოდ კი იანვრის განმავლობაში დაიკეტონ. ამ საკითხზე მათ პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც პრესკონფერენციის შემდეგ „თბილისი მოლის" მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განაცხადა, თუ ახალ წლამდე ერთის ნაცვლად ორი კვირა ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა, მომხმარებლის ნაკადის კონტროლს უკეთ შეძლებენ იმისთვის, რომ კოლაფსი არ მოხდეს.

„გვქონდა მოთხოვნები, ჩვენ მიმართ შეზღუდვები ყოფილიყო უფრო ლოიალური, რადგან ვთვლით, რომ ნამდვილად დაცულია სავაჭრო ცენტრებში ყველაფერი. ყველანაირად ვიცავთ რეგულაციებს, რომელიც შემუშავებული იყო და გვინდოდა, რომ იგივე რეგულაციებში მუშაობა გაგვეგრძელებინა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ექიმების მხრიდან მოთხოვნა უფრო მკაცრ შეზღუდვებზე იყო. საბოლოოდ, გადაწყდა, რაც გაჟღერდა, საშუალო. ჩვენ გვირჩევნია დეკემბრის თვეში 24-ის ნაცვლად 1 კვირით ადრე გაგვხსნან და მზად ვართ, ამისთვის იანვარი სრულად დავთმოთ. მზად ვართ, 16-დან 30 იანვრამდე პერიოდში სრულად დავიკეტოთ, ოღონდ დეკემბერში ეს დღეები დაგვიმატონ",- განაცხადა ნატა გოგოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვახმე   (27.11.2020)
ვისაც დაითხოვენ სამსახურიდან იმათმა იკიტხონ თორემ მოლის მეპატრონეებს რა უჭირთ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×