რეზონანსი
27.11.2020

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მაინც ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და მოსახლეობა უნდა დაგვეხმაროს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

"ვხედავთ, რომ ნამდვილად დრამატულად განვითარდა საქართველოში სიტუაცია, რის შესახებაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურ გამოსვლებში ვამბობდით. იყო ამის მოლოდინი რადგან იყო შემთხვევების სწრაფი ზრდა. ჩვენი მოსახლეობის ბრალია, რადგან არ დავიცავით ალბათ ყველაფერი ისე როგორც საჭიროა. საჭირო გახდა ხელისუფლების მიერ საგანგებო ღონისძიებების გატარება, რაც ისედაც რომ გაგვეკეთებინა შესაძლოა ასე დრამატულად არ განვითარებულიყო მოვლენები.

ვუძლებთ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ჩვენი მუშაობა. 24 საათი ვმუშაობთ და დიდი პასუხისმგებლობა გავქვს. ისეთი მძიმე პაციენტები არიან ჩემს განყოფილებაში, რომ მათი მართვაც რთულია. შესაბამისად რთულია იმ გადაწყვეტილების მიღებაც შედარებით ადრე გავწეროთ თუ არა პაციენტი, იქ ხომ არ იქნება შემდგომი გართულება. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ძალისხმევასა და გამოცდილებასაც მოითხოვს. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ადგილი გათავისუფლდეს. ჩვენ ყველაფერს ვინდომებთ, მაგრამ მაინც ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და მოსახლეობა უნდა დაგვეხმაროს."-განაცხადა ენდელაძემ "ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×