რეზონანსი
27.11.2020

2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილების თანახმად, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე საქალაქთაშორისო გადაადგილება იზღუდება. 

შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი  იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. 

ამ პერიოდში განახლდება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები. 

რაც შეეხება იმ მგზავრებს, რომლებსაც წინასწარ სალაროში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, გთხოვთ, დღეს დააბრუნოთ ბილეთები, რადგან ხვალიდან სალარო დაიხურება და გაიხსნება სამგზავრო გადაყვანების განახლების შემდეგ. ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს გახსნისთანავე შეძლებთ ბილეთის დაბრუნებას და თანხის სრულად ანაზღაურებას. ხოლო, მათ ვისაც ონლაინ აქვთ ბილეთი შეძენილი, უახლოეს დღეებში შეძლებენ ონლაინ ბილეთის დაბრუნებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×