რეზონანსი
27.11.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი დაასუბსიდიროს. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხშირი იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნებოდა პურზე ფასები. ძალიან ბევრი განცხადება იყო, რომ არსებობს ობიექტური გარემოება, რომლის შესაბამისად, ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ორმა ასოციაციამ დღეს გააკეთა განცხადება და საუბრობდნენ, რომ მათ აქვთ ხელისუფლებასთან დიალოგი, რომ სუბსიდირების გარკვეული სქემა განიხილებოდა. ამ ინფორმაციას ვადასტურებთ, არაერთხელ ვთქვით იმის შესახებ, რომ პური განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტია, გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც კორონავირუსი იწვევს გლობალურად და მათ შორის, ჩვენ ქვეყანაში. მუდმივი მუშაობა გვქონდა და შეხვედრები მწარმოებლებთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის ფქვილის, საუბარია პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე, იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც აგვაცილებს თავიდან პურის ფასის გაძვირებას.

პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან, შესაბამისად, მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება, პროგრამა კი 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, 11 მარტამდე. შემდგომში ჩვენ დავაკვირდებით როგორი სიტუაცია იქნება საერთაშორისო ბაზრებზე",-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი დასძენს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები საკმარისია.

"ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ მწარმოებლებთან ერთად იმისთვის, რომ მარაგები გვქონოდა საკმარის ნიშნულზე და ქვეყანაში არ ყოფილიყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტის წყვეტა მიწოდების კუთხით. საბოლოდ, ამ გადაწყვეტილებით ვახდენთ ისეთი ტიპის სუბსიდირებას, რომელიც ვფიქრობ, მისაღებია ორივე რგოლისთვის. აქ მუდმივი მუშაობა იყო როგორც მსხვილ წისქვილებთან, ისე პურის მცხობელ კომპანიებთან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს არის მჭიდროდ დაკავშირებული მიწოდების და წარმოების ჯაჭვი , ორივე მხარე უნდა თანხმდებოდეს პირობებზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას საბოლოოდ ბაზარზე რაიმე სიურპრიზი არ იყოს და მოსახლობის მდგომარეობა არ დაამძიმოს",-განაცხადა დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (27.11.2020)
ბათუმში გაიზარდა 5-10 თეთრამდე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×