რეზონანსი
27.11.2020

ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების ორგანიზების საკითხი არ განიხილება, ისევე როგორც არ განიხილება სამხედროების ჩართვა ამ პროცესში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის დაწესებული შეზღუდვები მიმართულია იმისკენ, რომ ეპიდვითარება დასტაბილურდეს და შენელდეს ეპიდემიის გავრცელება.

„ამ ეტაპზე ყველა კერძო და სახელმწიფო კლინიკასთან ერთად, რომელიც ჩართულია კოვიდის მართვაში, ვმუშაობთ, რომ ერთი მხრივ, გაფართოვდეს ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა და მეორე მხრივ, ჩვენ შემუშავებული გვაქვს კოვიდ-სასტუმროების მოდელი, სადაც დამატებითი სამედიცინო კომპონენტი უფრო აქტიურად შედის", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×