რეზონანსი
26.11.2020

ხობში 30 წლის ქალი , ელისო ლომაია , გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა.

სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში 2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.

ელისო ლომაიას 2 დღეში დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.

ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
SOS   (27.11.2020)
აბა როგორ გადარჩებოდა,არა მგონია.საცოდავი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×