რეზონანსი
26.11.2020

პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა. პოლიტიკურმა ოპონენტებმა პრემიერ-მინისტრს კრიზის-მენეჯერული ხედვა დაუწუნეს და არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულეს. მათი შეფასებით, ხელისუფლება პანდემიის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა და ამისთვის ვერც ზაფხული გამოიყენა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დაწესებულ აკრძალვებს ერთადერთი შედეგი ექნება-მოსახლეობა გაღარიბდება.

ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ მთავრობამ გამოსავალი ბიზნესის შეზღუდვაში დაინახა და არა ჰოსპიტალური სექტორის მოწესრიგებაში. ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ შექმნას ანტიკრიზისული საბჭო, სადაც ოპოზიციაც იქნება წარმოდგენილი.

ოპონენტებისგან გასხვავებით ქვეყენაში დაწესებულ შეზღუდვებს სწორი ანტიკრიზისული გეგმა უწოდეს მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენაა მიმართული და ნაკლებ ზიანს აყენებს ბიზნესს.

ქვეყანაში დაანონსებული შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევა. ამ ვადაში იგეგმება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაც. ამ დღეს საპროტესტო აქცია ოპოზიციას უკვე დაანონსებული აქვს. უცნობია, შეიცვლება, თუ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ხელისუფლების ოპონენტების დღის წესრიგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ბადრი   (28.11.2020)
ამათ რამე მოწონთ საერთოდ?!

ნინელი   (28.11.2020)
სხვას არც მოველოდებოდი მაგ გონებაშეზღუდულებისაგან

ნათი   (27.11.2020)
ამ ოპოზიციას რა მოსწონს ნეტავ? ხო მარტო დაფინანსების აღება,რომ მერე თქვან-ხომ ვმუშაობთ?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×