რეზონანსი
26.11.2020

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სადაც დღეს 7 მოწმე უნდა დაკითხულიყო, პროცესი კორონავირუსის გამო გადაიდო.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა COVID-19-ის დადასტურების შემდეგ სხდომაზე გამოცხადება ვეღარ შეძლო, რის შემდეგაც მოსამართლემ ჩიქოვანს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.

უფლებადამცველებმა ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდეს და სასამართლო პროცესზევე გააპროტესტეს თუმცა უშედეგოდ.

პროკურატურა დაცვის მხარეს არ ეთანხმება, საქმის ერთ-ერთი პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, კოვიდინფიცირებულმა ადვოკატმა მოსამართლისთვის ჯანმრთელობის შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვერ შეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×