რეზონანსი
26.11.2020

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, გამოკითხვის დროს ნინო კალანდაძეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებია და შეკითხვებზე საპასუხოდ ძირითადად აცხადებდა, რომ „არ იცის, არ ახსოვს".

სადრაძის თქმით, კითხვები ეხებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის დროს ნინო კალანდაძის საჯარო განცხადებებს.

პროკურორის განმარტებით, ნინო კალანდაძე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მაშინ აცხადებდა, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ის აზერბაიჯანს მიეკუთვნებოდა.

„კითხვები მიმართული იყო მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აცხადებდა, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ის აზერბაიჯანს მიეკუთვნებოდა. ამასთან დაკავშირებით პასუხი პრაქტიკულად ვერ მივიღეთ. ვერ მივიღეთ რამე გონივრული, დასაბუთებული პასუხი, რომელიც შეიძლება, სამომავლოდ სამართლებრივი შეფასების საგანი გახდეს", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
???   (27.11.2020)
ამოიღეთ ტელევიზიების არქივებიდან ჩანაწერი და აყურებინეთ...მაგდენს ვერ ხვდები პროკურორო? რა კუკუდამალობანას თამაშობთ?

გალელი   (27.11.2020)
როგორც დაარიგეს ისე საუბრობს ეს მოღალატე არაქალი...ეხლა თურმე არაფერი ახსოვს,უგონებენ,არადა ფაქტებით დადასტურებულია,ვნახოთ სანამდე გასტანს მისი ტყუილები

სტატუს ქუო   (26.11.2020)
დაიჭირეთ ეს ნაბოზარი.

ვახმე   (26.11.2020)
ყველაფერი ძალინ კარგად ახსოვსს მაგრამ განა იტყვის

ბათუმელი   (26.11.2020)
კალანდაძე დაპატიმრებას ექვემდებარება მისი განცხადებებიდან გამომდინარე.ცნობილია ეს განცხადებები მოღალატე სააკაშვილის დავალებით განახორციელა.

SOS   (26.11.2020)
daichireT, ras eferebit mag KAXPAS!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×