რეზონანსი
26.11.2020

საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივებმა 1.1 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, ეს თანხა 1 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, პერიოდულად ჩნდება კითხვა - ხომ არ მიეცემა მოქალაქეებს დანაზოგის გატანის უფლება?! 

“არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა“ - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა "ბიემის" შეკითხვას. მისი აზრით, საპენსიო რეფორმა არის ბევრად გრძელვადიანი, ხოლო პანდემია შედარებით მოკლევადიანი პრობლემაა, ამიტომ მოქალაქეების მიერ საპენსიო სქემაში აკუმულირებული თანხები არ უნდა გაიხარჯოს. 

“საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი საბაზისო რეფორმა; მას არ უნდა მივაყენოთ ჩრდილი და არ გავაკეთოთ მისი დისკრედიტაცია რა პრობლემაც არ უნდა უნდა დაგვიდგეს. ეს არ არის მოკლევადიანი პრობლემის გადასაწყვეტი საკითხი, ხოლო პანდემია შედარებით მოკლევადიანია. რა თქმა უნდა, პრობლემა დიდია, თუმცა, არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა”, - განაცხადა აცხადებს თურნავამ. 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საპენსიო დანაზოგების გამოყენების საკითხი მთავრობამ ერთხელ განიხილა, მაგრამ მას შემდეგ, საკითხი მეორედ აღარ წამოჭრილა. 

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა; აქედან გამომდინარე ამ ეტაპისთვის ეს საკითხი განსახილველად მეორედ აღარ დაგვიყენებია, თუმცა საინტერესოა და რადგან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, ამ საკითხს დავაყენებთ და ამ თემაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდში აკუმულირებული 1.1 მილიარდი ლარის 70.8% - ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 27.8% კი სარგებლიან ანგარიშებში არის განთავსებული. 

მიმდინარე წლის ოქტომბერში საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×