
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძეს განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანის მიმართულებით გარკვეული პრობლემები არის.
თუმცა გამყრელიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველა პაციენტს ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება უტარდება.
"ვფლობ სიტუაციას, არის ხოლმე გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის, არის გარვკეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც, ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო დახმარება ჰოსპიტალური, ვისაც ეს სჭირდება, იმიტომ რომ დღეს ჰოსპიტლებში საკმაოდ დიდი რაოდენობა - 6000-მდე ადამიანი არის, ანუ სადღაც, აქტიური შემთხვევების 30-34%-ია ჰოსპიტლებში", - ამბობს ამირან გამყრელიძე.