რეზონანსი
26.11.2020

"ჩვენ ცალსახად უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე"- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

პოლიტიკოსი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„თქვენ იცით, რომ კანონმდებლობით, დაფინანსება, რაზეც მიდის საუბარი, არის ადამიანების, ამომრჩევლის რაოდენობით განსაზღვრული თანხა, რომელიც მიეცემა პარტიებს მათი საქმიანობის გასაგრძელებლად. ეს არ არის საპარლამენტო დაფინანსება, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, უარს ვაცხადებთ - ესაა ხელფასები, თუ სხვა, იმიტომ, რომ არ შევდივართ პარლამენტში. შესაბამისად, ლაპარაკი არის პარტიების მომავალზე, თუ ეს დაფინანსება პარტიებს არ ექნებათ, რაზეც „ოცნებამაც" თანხმობა განაცხადა და სხვა პარტიებმაც, მაშინ ისინი დემოკრატიულ პროცესში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ისინი ვერ გააგრძელებენ რეგიონებში თავიანთ საქმიანობას და ქვეყანაში ისედაც ძალიან დაბალი დემოკრატიული პროცესი კიდევ უფრო ჩიხში მოექცევა. ჩვენ ცალსახად უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ამ დღეებში მიდის მსჯელობა პოლიტსაბჭოში და უახლოეს დღეებში გვექნება პოზიცია. ვაღიარებთ არა, ეს არის კანონმდებლობით დადგენილი, ეს არის შედეგი იმ ადამიანების, რომლებმაც პარტიას მისცეს ხმა, შესაბამისად, დაფინანსება უფრო მეტი უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. მათ თქმით "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა და პარტიების საარჩევნო შედეგები რეალობას არ ასახავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (26.11.2020)
ძალიანაც კარგი. აბა თქვენ რად გინდათ დაფინანსება. რატომ არ გაითვალისწინა სხვა პარტიებმა?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×