რეზონანსი
26.11.2020

მნიშვნელოვანია იმის განმარტება, თუ რას ემყარებოდა ის გადაწყვეტილებები, რაც ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა საბჭოს. ჩვენ გამოვიყენეთ მრავალი ცვლადი, რათა განგვესაზღვრა, თუ რომელ ქალაქებში უნდა დაწესებულიყო შეზღუდვები, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია იმის განმარტება, თუ რას ემყარებოდა ის გადაწყვეტილებები, რაც ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა საბჭოს. ჩვენ გამოვიყენეთ მრავალი ცვლადი, რათა განგვესაზღვრა, თუ რომელ ქალაქებში უნდა დაწესებულიყო შეზღუდვები. ეს არის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, კლინიკებისა და სასტუმროების საწოლფონდი და რეზერვი, ოჯახის ექიმების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ოჯახების სულადობა, ბიზნესის აქტივობა და ასაკობრივი ზღვარი. ამ კომპონენტების საფუძველზე მივიღეთ გადაწვეტილება, თუ რომელ ქალაქებზე გავრცელდა შეზღუდვები. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ამ სიაში ასევე მოხვდა ქალაქები, რომლებიც ახლა არ არიან კრიტიკულ ზღვარზე. ჩვენ გვქონდა 5-ბალიანი სისტემა. 1-2-ბალიან კატეგორიაში მოხვდა აჭარა, სადაც ჩვენ გვაქვს საწოლფონდის საუკეთესო გადანაწილება და იქ ინფექციის გამტარობა დღემდე კარგად ხორციელდება. შემდეგი იყო თბილისი, გურია და იმერეთი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში შეზღუდვები ზაფხულში მიღებული გამოცდილების საფუძველზე დაწესდა. მაგალითად, ბათუმი იყო მწვანე ქალაქი, მაგრამ მოხდა ინფექციის მიგრაცია. ასევე გავითვალისწინეთ ევროპის გამოცდილება, სადაც იტალიურ ზამთრის კურორტებზე მოხდა ინფექციის გავრცელება", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მურმანი   (28.11.2020)
მისასალმებელ;ია ეს გადაწყვეტილება თქვენი ხმრიდან

ფფფფფფფ   (28.11.2020)
მისასალმებელია ყველა შეზღუდვა!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×