რეზონანსი
26.11.2020

ოფიციალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური პანდემიის დროს დაკარგეს, მთავრობის მიერ დაწესებული დახმარება 6 თვის განმავლობაში კვლავ იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა პირველი იანვრიდან განახლდება.

„ადამიანებისთვის, რომლებმაც ფორმალურად დაკარგეს სამსახური 6 თვით 200-ლარიანი დახმარების პროგრამა პირველი იანვრიდან დაიწყება და დამატებით ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×