რეზონანსი
26.11.2020

სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია არის რთული, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში შედგა შეხვედრები, რომელზეც განხილული იყო მიმდინარე როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში.

„ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია, გარკვეულ ღონისძიებებზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია არის რთული, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი. ჩვენ ისევე, როგორც აგვისტომდე ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით ფაქტობრივად საუკეთესოდ ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. რა გვაქვს მსოფლიოში? - მოგეხსენებათ, მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა, ეს განსაკუთრებით არის კონცენტრირებული ევროპაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როცა მე ვსაუბრობ ბალანსზე, ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო ეპიდემიის მართვაში ეკონომიკასთან ერთად ბალანსის დაჭერა, რაც შემდეგ გადაიზარდა ადაპტაციაში. ჩვენ ამ პოლიტიკას და ამ სტრატეგიას გავაგრძელებთ ეფექტურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×