რეზონანსი
26.11.2020

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე.

ამასთან, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე შეიზღუდება ირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×