რეზონანსი
26.11.2020

ოპოზიციონერი ლიდერები მესამე რაუნდის მოლოდინში არიან და ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამჯერად მაინც წავა გარკვეულ კომპრომისებზე, თუმცა მმართველი გუნდის მხრიდან მოლაპარაკების მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ სახელდება.

"ჯერჯერობით ეს ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმია. რადგან რეალურად ჩვენ არ მოგვისმენია ხელისუფლების წარმომადგენლებისგან წინადადება და პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით შეხვედრები მიმდინარეობს მხოლოდ მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, თუმცა აქ მთავარია რა წინადადებით წარდგება ხელისუფლება ოპოზიციის წინაშე", - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ უნდა მოიტანოს გონივრული წინადადება, როგორ შეიცვალოს სიტუაცია, რომელშიც ქვეყანას არალეგიტიმური პარლამენტი გაუჩნდა", - განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკების პირველი და მეორე რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე გაიმართა, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე მხარეები ვერ მივიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×