რეზონანსი
26.11.2020

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში „კოვიდ-19"-ისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. პაციენტი ქუთაისის მკვიდრია. ის სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს შეიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, მაგდა კოსტავას ინფორმაციით, პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

კოსტავას თქმით, პაციენტი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს.

„ბებოს ხვალ, ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდდადებითი პაციენტია. გვყავს როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები", - ამბობს მაგდა კოსტავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×