რეზონანსი
26.11.2020

მთავრობა გეგმავს, რომ 28 ნოემბირდან 31 იანვრის ჩათვლით, 7-დღიან თვითიზოლაციაში გადასვლა დაავალდებულოს არჩევნებში ჩარტულ პირებს. კერძოდ, ეს შეიძლება, შეეხოს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, პოლიტიკური პარტიების აქტივს.

არჩევნების მეორე ტურის დასრულებიდან უკვე ხუთი დღე გავიდა. კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ თუ თუ არჩევნებში ჩართულ ადამიანებს შორის ინფიცირებულების დიდი რაოდენობა გამოვლინდა, მაშინ აქამდე უნდა გაეკეთებინა ეს მოწოდება.

"თუ ასეთი მოწოდება იქნება იზოლაციასთან მიმართებში, უნდა იყოს დადასტურებული, რატომ არის საჭირო. თუ იყო დიდი რაოდენობა ინფიცირებულების, მაშინ ხელისუფლების ვალდებულებაა, პირელი ტურის შემდეგ გაეანალიზებინა და მანამდე გაეკეთებინა ეს მოწოდება", - ამბობს კოტე ჩოკორაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×