რეზონანსი
26.11.2020

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ანას­ტა­სია ოს­ტრო­კო­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და.

„ძა­ლი­ან მძი­მე რამე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. 35 წლის ასაკ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი გარდაიცვალა, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ვარ­ჯი­შობ­და. ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე ვერ ისა­უბ­რებ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ოპე­რა­ცია, თა­ვად შე­ვარ­ჩი­ეთ თა­რი­ღი ოპე­რა­ცი­ის და ექი­მიც. თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის დროს გაჩ­ნდა პრობ­ლე­მა და ამას მოჰყ­ვა გარ­თუ­ლე­ბა. ნაღ­ვლის ბუშ­ტში ჰქონ­და კენ­ჭი და უნდა ამო­ეკ­ვე­თათ. 40 წუ­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ამა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ­დით. ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც ჩემ­თვის ტრა­გე­დია აღ­მოჩ­ნდა.

არ იყო ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე, მე­გო­ნა უფრო მედგრად ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც 2015 წელს მამა გარ­და­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, მაგ­რამ მშო­ბელს არ ირ­ჩევ. ეს იყო ჩემი რჩე­უ­ლი, რვა მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ამ არ­ჩე­ვანს რომ კარ­გავ, ძა­ლი­ან მძი­მეა.

9 ოქ­ტომ­ბრი­დან ერთი თვე სა­ა­ვად­მო­ფო­ში იწვა, ყო­ველ­დღე მივ­დი­ო­დი და მას­თან ვი­ჯე­ქი და იქი­დან ვმუ­შა­ობ­დი ჩემი კომ­პი­უ­ტე­რით, პა­ლა­ტა­ში. არა­ნა­ი­რი წი­ნათ­გრძნო­ბა არ ჰქონ­და. 

ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, მაგ­რამ ამ სი­ლა­მა­ზის უკან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­ი­ზარ­და, მამა არ ჰყავ­და. მა­მა­მი­სი იყო ეთი­ო­პი­ი­დან და სამ­ხედ­რო საქ­მეს სწავ­ლობ­და უკ­რა­ი­ნა­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს გა­იწ­ვი­ეს და შემ­დეგ გა­ირ­კვა წლე­ბის შემ­დეგ და იქ გარ­და­იც­ვა­ლა. დედა ზრდი­და ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ოდ­ში, ად­რე­ულ ასაკ­ში უწევ­და ფი­ზი­კუ­რი მუ­შა­ო­ბა და თა­ვად მი­აღ­წია ყვე­ლა­ფერს. ერ­თმა­ნე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ვი­ცა­ნით. ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ და­ვი­წყეთ, რაც სა­მი­ნის­ტრო­დან წა­მო­ვე­დი", - განაცხადა "ნანუკას შოუში" ექსმი­ნის­ტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×