რეზონანსი
26.11.2020

მთავრობა შეზღუდვების გაფართოვებას გეგმავს,  რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.  არსებული ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანა თითქმის სრულ ლოქდაუნზე გადადის.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია და გადაწყვეტილება სავარაუდოდ ხვალინდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაზუსტდება და გამოცხადდება.

შეზღუდვები ეხება როგორც საღამოს საათებში გადაადგილებას, ისე მუნიციპალურ ტრანსპორტს და საქალაქთაშორისო გადაადგილებას.

- ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს 21:00-დან 05:00-მდე;

- 24 დეკემბრამდე იკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ხოლო 24-დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება და მგზავრების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება;

- 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკეტება დიდი ბაზრობები, მათ შორის სამშენებლო. ასევე იკეტება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები და ყველა რითეილ გაყიდვა. ხოლო სურსათის, სილამაზისა და სპა სალონებს შეზღუდვა არ ეხება.

- 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაკეტილი ობიექტები გაიხსნება;

- ბაღი, სკოლა და ინსტიტუტები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან;

- რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ მიტანის სერვისზე;

- საჯარო სამსახური 3 იანვრიდან 15 იანვრამდე მიდის არდადეგებზე სრულად.

არაოფიციალური ინფორმაციით 3-დან 15 იანვრამდე ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება, 15 იანვრის შემდეგ ლოქდაუნი უკვე შაბათ-კვირას იმოქმედებს, ხოლო უკვე პირველი თებერვლიდან იგეგმება, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
Sos   (26.11.2020)
evropashi xsnian შეზღუდვებს ამათ შემოაქვთ.ჯერ სულ ღატაკები ვიყავით ამის მერე ნახეთ ტყ... და შიმშილი

ლუკა   (26.11.2020)
თვითონ ხელფასებს იღებენ ბიუჯეტიდან ყლეზე არ კიდიათ. ქვეყანას ვალები შეტენეს მშპ-ს 60%-ს გასცდა დიდი ხანია. ცალკე ატკატები და ჯიგრული პონტები, ისეთი ვილები და სახლები აიშენეს, ესკობარს შეშურდებოდა. ხალხი ვართ გამოყლევებული და ჩვენი ბრალია!

Lala   (26.11.2020)
Xoda an shimshilit movkvdebit da an usaxlkarod da sicivit


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×