რეზონანსი
26.11.2020

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადი ჯაფარიძემ პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. 

„ჩემი პირადი აზრია, რომ თუკი ჩვენ ბოიკოტს გავაგრძელებთ, მაშინ ჩვენ არ მივიღოთ პარტიული დაფინანსება, მაგრამ ყველა პარტია იღებს თავის გადაწყვეტილებას. ყველა პარტიის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ამის გამო რაიმე იარლიყის მიწებებას არავისთვის არ ვაპირებ. ჩვენ ამ თემას ახლა ვიხილავთ პოლიტსაბჭოზე. 

რაც შეეხება უახლოეს სამ დღეში კონკრეტულად ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, ეს დამოკიდებული იქნება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
***   (26.11.2020)
თუ მართლა შერჩენიათ სადმე ერთი ნამცენი ნამუსი, ისე უნდა იქცეოდნენ როგორც ჯაფარიძე, მაგრამ ამათ ნამუსი სად აქვთ, კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდნენ ხალხს, რა ლოგიკით ითხოვენ დაფინანსებას გაუგებარია.

lia   (26.11.2020)
ამას ცოტა სინდისი ჰქონია,სხვები რატომ აპირებენ ნეტავ ხალხის ზურგზე წამოსხდომას?

lia   (26.11.2020)
ამას ცოტა სინდისი ჰქონია,სხვები რატომ აპირებენ ნეტავ ხალხის ზურგზე წამოსხდომას?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×