რეზონანსი
25.11.2020

კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით კახეთში სულ 23 ადამიანია გარდაცვლილი.

კახეთში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ახმეტაში -13, გურჯაანში -22, დედოფლისწყარში -24, თელავში – 65, ლაგოდეხში – 28, საგარეჯოში -17, სიღნაღში -12, ყვარელში -14.

დღის განმავლობაში ვირუსისგან 378 პირი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დღეს 36 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×