რეზონანსი
25.11.2020

დაჭრილი მონადირე, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა, ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა, დილის საათებში მოხდა. დაჭრილმა 112-ში თავად დარეკა.სამაშველო ღონისძიება რამოდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მაშველთა ჯგიუფები და სასაზღვრო პოლიციის ვეტრმფენი იყო ჩართული.

უამინდობის და მიუვალი რელიეფის გამო, თვითმფრინავმა შემთხვევის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა, რის გამოც ფეხით წასულ მაშველებს და ადგილობრივებს დაჭრილი მამაკაცი საკაცის საშუალებით ფეხით მოყავდათ, თუმცა მონადირე გზაში გარდაიცვალა. მას ღრმა ჭრილობა მუცლის არეში ქონდა მიყენებული.

გარდაცვლილი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, თუმცა მანამდე გარდაცვლილის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოჯახის წევრები გარდაცვლილის ექსპერტიზაზე გადასვენებაზე უარს აცხადებდნენ

62 წლის მამაკაცი სანადიროდ 23 ნოემბერს წავიდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
დათო   (25.11.2020)
ვახ (((


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×