რეზონანსი
25.11.2020

ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები და მორიგი შეხვედრები გაგრძელდება.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს გრძელდება და მორიგი შეხვედრა უნდა დაიგეგმოს. შეხვედრა როდის იქნება, კონკრეტული თარიღის თქმა გამიჭირდება.

რაც შეეხება არჩევნებს, ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ჩვენ, ამ ხნის განმავლობაში, ვისმენდით, რომ კონკრეტულ უბნებზე გარკვეული ხარვეზები იყო, როდესაც მიდიოდა მანიპულაცია, რომ კონკრეტულ უბნებზე ხდებოდა გაყალბებები, ეს დიდი ტყუილი იყო. ამის დასტური ისაა, როდესაც ჩვენ ოპოზიციას 1500 უბანი შევთავაზეთ, რომელზეც იტყოდნენ, რომ გადაგვეთვალა ბიულეტენები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ არანაირი გაყალბება არ მომხდარა, ეს არ ისურვეს, რაც ძალიან ცუდია“, - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×