რეზონანსი
25.11.2020

imedinews-ის ინფორმაციით, კახეთში კოვიდსტატისტიკა ცოტა ხნის წინ განახლდა. რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის მატარებელი სულ 2 979 მოქალაქეა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 333 კონტაქტი უკვე მოიძიეს.

ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს 1732 ადამიანი გადის, მათგან 1555 ბინაზე მკურნალობს, 32 პირი კოვიდსასტუმროში იმყოფება, ხოლო 145 კოვიდკლინიკაში მკურნალობს.

დღეს ცხელების ცენტრს თვითდინებით 73-მა პაციენტმა მიმართა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 2352 მოქალაქე, ხოლო 156 ადამიანი მოიხსნა თვითიზოლაციიდან.

რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონაში 97 პირი რჩება.

დღის განმავლობაში ვირუსი 378 პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1224- მდე გაიზარდა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სულ 23 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×