რეზონანსი
25.11.2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 269 ადამიანს, მათგან 90-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში ჯამში 119  პაციენტი მკურნალობს, მათგან 30-ის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 70 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 74-ს აღწევს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების  სულ 5 648 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელდა 3 654 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×