
თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ მეტროს ინფიცირებული თანამშრომლების მონაცემებს ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 68 თანამშრომელია ინფიცირებული.
„მოგესალმებით, გვინდა შევეხოთ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დღევანდელ განცხადებას, რომელიც პასუხი იყო გუშინდელი ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციისა.
მათ განაცხადეს რომ თითქოს ოცამდე მემანქანეა დაინფიცერებული, რაც ცალსახად ამბობდა იმას რომ ჩვენ არასწორ ინფორმაციას ვავრცელებთ და ხელოვნურად ვახდენთ სიტუაციის დრამატიზებას.
რეალური ციფრი კი ესეთია კოვიდინფიცირებულებისა მხოლოდ მემანქანეების მიმართულებით.
⚪ ორივე ხაზზე:
50 მემანქანე
5 მემანქანე ინსტრუქტორი
2 მანევრის მემანქანე
4 მემანქანის თანაშემწე
2 დეპოს მორიგე
5 საჭვო პასუხი
ამდენივეა თვითიზოლიაციაში.
დანარჩენი უბრალო მათემატიკაა, 68 მხოლოდ დღეის მდგომარეობით, ხვალინდელ პასუხებსაც შეგატყობინებთ.
მემანქანეების ხვალინდელ სამუშაო გრაფიკს აკლია 11 კაცი, ანუ ეს ნიშნავს იმას რომ რესურსი აღარაა.
მემანქანეების მოვალეობას ასრულებენ ინსტრუქტორები, ხალხი მუშაობს გადაბმულად რაც უსაფრთხოების და ასევე დაინფიცირების მიმართულებით საფრთხის შემცველია“,- წერია განცხადებაში.