რეზონანსი
25.11.2020

კი ბატონო, უკეთესი იქნებოდა, მეორე ტური არ ყოფილიყო, ეს შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში რომ დაწყებულიყო,ეფექტს უფრო მივიღებდით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ილუზიას ნუ შევიქმნით, რომ 3000-დან ინფიცირებულთა რაოდენობა უცებ 1000-ზე ჩამოვა.

„ილუზიას ნუ შევიქმნით, როგორც ზაფხულში შევიქმენით, რომ ვითომ საქართველომ კორონავირუსული ინფექცია დაამარცხა. ილუზიას ნუ შევიქმნით, რომ უცებ 3000-დან 1000-ზე ჩამოვალთ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ხომ გვაქვს ჩვენ ასეთი გამოთქმა. ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, შეზღუდვები უნდა დაგვეწესებინა. მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკური პროცესი ხდებოდა, ქვეყანამ დანის პირზე იარა, რადგან საკითხი არჩევნებს ეხებოდა და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ამიტომ რა თქმა უნდა, კი ბატონო, უკეთესი იქნებოდა მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, ეს შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში რომ დაწყებულიყო, უფრო ეფექტს მივიღებდით", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×