რეზონანსი
25.11.2020

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი თამაზ რობაქიძე აცხადებს, რომ მეტროპოლიტენში დასაქმებული მემანქანიდან, ამ დროისთვის, 20-მდე პირია კოვიდინფიცირებული, შესაბამისად, მეტროპოლიტენის მუშაობას ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

"მემანქანეების მიერ შემოთავაზებული განრიგი, მგზავრებისთვის გამოიწვევს ძალიან დიდ დისკომფორტს, ვინაიდან, ერთის მხრივ გულისხმობს სამუშაო საათების შემცირებას და მეტროს მიმოსვლის ინტერვალის ზრდას, რაც ხალხმრავლობას გაზდის. მეტროში 220 მემანქანეა დასაქმებული, ამ დროისთვის, 20-მდე მემანქანეა დაინფიცირებული, შესაბამისად, ამ ეტაპზე მეტროს შეფერხებას საფრთხე არ ემუქრება.

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტის, ან რაიმე შეზღუდვის შესახებ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო, თუ იქნება მათი მხრიდან რაიმე ახალი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, კომპანია დაემორჩილება,"- აცხადებს "კურიერთან" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი თამაზ რობაქიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×