რეზონანსი
25.11.2020

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება არ ყოფილა. როგორც მან აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, „პატრიოტთა ალიანსი" სინდისიდან გამომდინარე მოქმედებს და ზეგავლენას არავითარ შემთხვევაში არ დაექვემდებარება.

„ჯერ აყალბებენ არჩევნებს და მერე იწყება „დუბინკები". ეს რომ არ მოხდეს, მე ვმოქმედებ ჩემი შინაგანი სინდისიდან გამომდინარე. არავითარ შემთხვევაში არ დავექვემდებარები არავითარ ზეგავლენას, კობახიძე-მდინარაძის სოციალურ ქსელში დაქირავებულ კოორდინატორებს, რომლებიც ათას სისაძაგლეს წერენ -"შედით პარლამენტში" და ასე შემდეგ. ვიმოქმედებთ ჩვენი სინდისიდან და ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე. არავითარი მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, არ ყოფილა. სხვა დეტალებზე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ, კორექტული არ იქნება",-განაცხადა ინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნანა   (25.11.2020)
ხმა მოგეცით არჩევნებზე და ეხლა ჩვენვე გვღალატობთ ამომრჩევლებს. ამას თქვენი პარტიიდან ნამდვილად არ ვითხოვდით,პირიქით იყავით პარლამენტში და იბრძოლეთ ჩვენი კეთილდღეობისათვის


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×