რეზონანსი
25.11.2020

„მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს, რომელიც მოაქალაქეებისკენ იქნება მიმართული“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი

თქმით, მთავრობა ცდილობს წერტილოვანი შეზღუდვები დააწესოს ისე, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ.

„ჩვენ ეს დღეები პრემიერ-მინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები გვინდა იყოს დაბალანსებული და იმავდროულად, გვინდა, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია, რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით. პარალელურად, ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია. ასევე პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და მეორე მხრივ, იმ დარგებისკენ, რომელზეც წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს“, - აღნიშნა "ქრონიკასთან" თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Xalxno regulyciebi daucavet,mtavrobas rom gtxovt yvelafers da tkven regulyciebs ar. Icavt   (25.11.2020)
Xalxno regulycii daicavet


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×