რეზონანსი
25.11.2020

ინფექციის გავრცელების ტემპი თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე Facebook-ზე წერს.

„სამწუხაროდ პესიმისტური სცენარით მივდივართ... ზომების გამკაცრება გარდაუვალია. უფრო კონკრეტულად: რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო და საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ რიგში პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება. ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შეჩერება შეიძლება 3 მიმართულებით ერთდროულად ზომების მიღებით:

1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებით და ამის დემონსტრაციული გაკონტროლებით;

2. ტესტირების შემდგომი გაფართოებით და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის დიგიტალურის) ჩართვით, რომ დროულად მოხდეს მათი თვითიზოლაცია და/ან კოვიდსასტუმროში გადასვლა;

3. ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში - დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც. ამ შემთხვევებში უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტის და იმავდროულად სოციალურ-ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები.

ახლა თუ მივიღებთ ამ ზომებს, ორ კვირაში წავა ინფიცირებულთა კლება, 20-24 დღეში კი სიკვდილიანობის შემცირება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დასაწერად ადვილია, განსახორციელებლად ძალიან ძნელი, მაგრამ ჩემი აზრით სხვა გამოსავალი ახლა უკვე არ არის", - წერს ზოიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ნენე   (25.11.2020)
ყველამ მკაცრად უნდა დაიცვას რეკომენაციები

მაკო   (25.11.2020)
უნდა გამკაცრდეს ზომები აუციელბალდ!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×