რეზონანსი
25.11.2020

ეკატერინე ტიკარაძისგანცხადებით, კორონავირუსითინფიცირების შემთხვევების მზარდი სტატისტიკა გარკვეულწილად მთავრობის მიერ ლიბერალური მიდგომების ბრალია.

„ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც ჩვენ სრულიად გავხსენით ქვეყანა და გვქონდა ტურისტული სეზონი, მართალია, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სრულიად თავისუფალი გადაადგილებით.

ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ხმა მივეცით არჩევნების ჩატარებას, ამით, რა თქმა უნდა, ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა, ჩვენ შედეგად მივიღეთ გარკვეული გამოსვლები ქუჩებში, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის დამატებით გავრცელებას, გვქონდა მეორე ტური და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სწორედ ის შედეგი, რომ არ ვიყავით უფრო მეტად რადიკალურები და მკაცრები ინფექციასთან ბრძოლის კუთხით,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბადრი   (25.11.2020)
ჯერ პირველი უბედურება რომ ეს ქალი აირჩიეს მინისტრად, ახლა რომ არ უშვებენ სახლში ეს მეორე.ვინც ამას დათვურ სამსახურს უწევს იმას ხომ ნამუსი სულ არ ქონია.

პეტრე   (25.11.2020)
არჩევნები მთავრობას უნდა გადაედო, მაგრამ ეს გააკეთეს და მივიღეთ პოლიტიზირებული კორონა, ამით როგორც სხვა ყველაფერი ესეც ჩავაფლავეთ, ამასთან მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, ე.ი. ორმაგად წავაგეთ...აქ ექიმებმაც უპრინციპობა გამოიჩინეს...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×